logo_geo
eng_logo
რა აკავშირებთ 20- 21 ივნისის საქმეზე დაკავებულებს რუსეთთან და ვინ რისთვის არის წარსულში ნასამართლევი?
- +

4 ივლისი. 2019. 23:26

 

20-21 ივნისის აქციებზე ძალადობრივი ქმედებების ბრალდებით დღეს დაკავებული ოთხი პირის შესახებ “პრაიმტაიმი“ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

 

 

 

დაკავებული ცოტნე სოსელია წარსულში რამდენჯერმე დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის. ნასამართლევია მისი მამაც.

 

 

არაერთგზის ნასამართლევია ასევე ზურაბ ბუდაღაშვილი. ვიდეოში ჩანს, რომ ის აქტიურად ესხმის თავს სპეცრაზმელებს, პოლიციელებისთვის წართმეულ ხელკეტს ურტყამს სპეცრაზმელთა კორდონს.

 

ბუდაღაშვილი 1 წლის განმავლობაში ძებნილიც იყო.

 

 

დაკავებულმა ბესიკ თამლიანმა  2006 წელს უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და 12 წლის განმავლობაში - 2018 წლამდე იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.  მას ხშირად უფიქსირდება საზღვრის კვეთა რუსეთის მიმართულებით. 2018 წლიდან ძირითადად იმყოფება საქართველოში. ის, ისევე როგორც მისი ოჯახი ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერია.

 

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ  აქტიურად ცდილობს ის პარლამენტში შეჭრას, ხელს ურტყამს პოლიციელს.

 

 

დაკავებული კახაბერ კუპრეიშვილი  პარლამენტთან განვითარებული მოვლენებიდან, მე-3 დღეს, 23 ივნისს გაემგზავრა რუსეთში და 2 დღეში, 25 ივნისს მოსკოვიდან პირდაპირი რეისით დაბრუნდა საქართველოში. მას ბოლო 10 წლის განმავლობაში საზღვარი 25-ჯერ აქვს გადაკვეთილი, ძირითადად რუსეთის ფედერაციის მიმართულებით.

 

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ისვრის წყლის ბოთლებს პოლიციელების მიმართულებით. ასევე პოლიციელებს ფარზე ურტყამს წიხლებს, აწვება ბანერით და ესვრის მათთვისვე წართმეულ დამცავ ფარს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner