logo_geo
eng_logo
აქციის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
- +

5 ივლისი. 2019. 10:43

 

 

20-21 ივნისის აქციის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ერთ პირს - ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი უკვე წარედგინა. რაც შეეხება დანარჩენ 3 პირს, მათთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა დღეს მოხდება.

 

ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

 

„დააკავეს ოთხი ავტომანქანით მისულმა სპეცრაზმელებმა და ამასთან ერთად კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა. თითქოს ეს იყო სასწაული დამნაშავე. მოგონილი მტკიცებულებები აქვთ, რომ თითქოს იყო შეიარაღებული სხვადასხვა საშუალებებით და ცდილობდა პარლამენტში შეღწევას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ასევე პოლიციის წინააღმდეგობის საფუძველზე არის დაკავებული. მთავრობა ახორციელებს ჯანსაღ, ნიჭიერ მოქალაქეებზე ანგარიშსწორებას. სწორედ იმის გამო, რომ ისინი არიან თავისუფლები და უყვართ თავიანთი ქვეყანა“,- აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ბესიკ თამლიანის ადვოკატი ვახტანგ იაშვილი.

 

ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ზურაბ ბუდაღაშვილი შს სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს. მათ ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner