logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: როგორ აკეთებენ რუსოფობები რუსეთის საქმეს
- +

ავტორი ჯაბა ხუბუა

5 ივლისი. 2019. 13:35

 

 

არის ასეთი კაცი, ვიწრო წრეებში ფართოდ ცნობილი მუსიკოსი დათო გაბუნია, რომელიც ახლა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი და სპიკერია. „დაჟე“ შარშან, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, ლიბერასტები და ნარკოპროპაგანდისტები პარლამენტის წინ მიტინგებს რომ მართავდნენ, იმის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სპიკერიც ეგ გაბუნია იყო.

 

მოკლედ, ტიპობს ეს კაცი, ძაან პროდასავლური და ძაან პრორუსული უჭირავს. რამდენიმე დღის წინათ აქციაზე „პუტინ ხუილოც“ კი იმღერა, თანაც, აკაპელაში. 27 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან სოლოლაკამდე, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მსვლელობა რომ მოაწყვეს, აი, „თბილისი პრაიდის“, ანუ გეი-აღლუმის ორგანიზატორები რომ მიუძღოდნენ წინ, ეს დათო გაბუნიაც, რა თქმა უნდა, იქ იყო.

 

და არამარტო იყო, „დაჟე“ ტელევიზიასაც მისცა ინტერვიუ და სწორედ მაგ დროს, როცა ინტერვიუს აძლევდა, უცბად წამოსცდა სიტყვა - „დაჟე“, რის გამოც შეიშმუნა და მყისვე დააყოლა - „დაჟე“ ცუდი სიტყვააო.

 

მე კი, ეს რომ მოვისმინე, მყისვე გავიფიქრე - რუსული სიტყვები „დაჟე“ ამ გაქანებულ რუსოფობებსაც რომ ასკუპდებათ ენის წვერზე, ნეტა, რას უნდა ნიშნავდეს-მეთქი?

 

როცა რუსეთი გძულს, ყველაფერი რუსული გეზიზღება და 24 საათი რუსებს აგინებ, საუბარში რუსული სიტყვების ინსტინქტური გამოყენება რაზე უნდა მეტყველებდეს-მეთქი?

 

ეს, ალბათ, ფსიქოლოგებისა და სოციოლოგების ასახსნელი უფროა, მე კი, რასაც ვაკვირდები, ამ დათო გაბუნიასნაირ ტიპებს, ანუ ლიბერასტებს, ანუ ნარკო და გეიპროპაგანდისტებს არამარტო რუსული სიტყვები ეძალებათ, რუსეთს „დაჟე“ აპიარებენ კიდეც და საქართველოს მოსახლეობის თვალში უაღრესად პოზიტიური კუთხით წარმოაჩენენ.

 

თავად განსაჯეთ: ვინც საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ეწინააღმდეგება, ყველას რუსეთუმედ ნათლავენ. ვინც თბილისში გეი-აღლუმის გამართვას ეწინააღმდეგება, ყველას პუტინის მონასა და კრემლიდან მართულს ეძახიან. ეკლესია და საპატრიარქო გეი-პროპაგანდას რომ გმობს, ამასაც რუსულ ნარატივს ეძახიან, ეკლესიას რუსული გავლენის ქვეშ მყოფს უწოდებენ და „დაჟე“ პატრიარქს აბრალებენ რუსეთის მოკავშირეობას.

 

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი, რომელიც ამ ყველაფერს უსმენს და უყურებს, ფიქრობს: თუ რუსეთი ეწინააღმდეგება იმას, რომ საქართველოში კაცის გათხოვება და ქალის მიერ ცოლის მოყვანა არ დაკანონდეს; თუ რუსეთი ეწინააღმდეგება იმას, რომ თბილისის ქუჩებში გარყვნილების მარში არ მოაწყონ; თუ მართლმადიდებელი ეკლესია, რომელზეც იდგა, დგას და მარადიულად იდგება საქართველო, რუსეთის მოკავშირეა, თუ საქართველოში ყველაზე ავტორიტეტიანი და პატივსაცემი ადამიანი - პატრიარქი რუსეთის კაცია, მაშინ რუსეთი ყოფილა ჩვენი ძმა, მეგობარი და პატრონიო.

 

აი, ასე აკეთებენ რუსულ საქმეს ქართველი ლიბერასტები და ასე ლახავენ ევროპისა და ამერიკის იმიჯს საქართველოს მოსახლეობის თვალში.

 

ამას შეუგნებლად და გაუაზრებლად აკეთებენ თუ „დაჟე“ გააზრებული აქვთ და სპეციალურად შვრებიან, მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ორივე შემთხვევაში ოკუპანტი რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს.

 

„დაჟე“ თავისი ნომრიანი აგენტები და დაფინანსებული პროვოკატორები ვერ გაუკეთებენ რუსეთს იმხელა სიკეთეს, ეს ქართველი ლიბერასტები რომ უკეთებენ.

 

„დაჟე“ თავისი გამოცხადებული მტრები და პირწავარდნილი ანტიმედასავლეთეები ვერ მიაყენებენ ევროპას იმხელა ზიანს, ეს პროდასავლურობის დამჩემებელი ქართველი ლიბერასტები რომ აყენებენ.

 

კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ უკვე იმდენი და ისეთები ვთქვი, შეგვიძლია, „დაჟე“ აქვე დავამთავროთ.

„ტოჩკა“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner