კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა შენგელიამ თანამდებობა დატოვა. სავარაუდოდ, საქმე ეხება კალათბურთის ფედერაციის მხრიდან ერთ-ერთ ესპანურ კლუბში, თანამშრომლობის ფარგლებში, დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას. კალათბურთის ფედერაციაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ ეკეთებენ.
არ არის გამორიცხული, კახა შენგელიამ პრესკონფერენცია გამართოს და გადადგომის მეზეზებზე ისაუბროს.