logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე „გირჩის“ წევრს: სასაცილო გვარში მოიკითხე!
- +

2 ივნისი. 2016. 02:08


უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის" წევრს ვახტანგ მეგრელიშვილს გადაცემა „პრიორიტეტში" ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება გააცნო.



„ტყუილის ოსტატები ვინ იყვნენ  ძალიან კარგად ვიცით, „ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები.

 

მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გადასარევია. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ ეკონომიკური განვითარების სწრაფვა კვლავ იყოს."- განაცხადა ნიშნიანიძემ, რასაც ვახტანგ მეგრელიშვილის მხრიდან საპასუხო რეპლიკა მოჰყვა:  


„ძალიან სასაცილო ადამიანია ბატონი ომარი, საყვარელი მაგამ სასაცილო"- აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.


„სასაცილო გვარში მოიკითხე! ვინ არის ეს უზრდელი კაცი!"- მიმართა ნიშნიანიძემ „გირჩის" წევრს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner