„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
„ზვიად ძიძიგური ისე ხარობს,- ნაცები მთავარ ოპოზიციაში რჩებიანო, ლიმონი მაინც მიირთვას კომენტარის გაკეთების წინ, ეს საჯარო სიამოვნება მთელმა საქართველომ რომ არ შეატყოს.
რაც ბიძინა ივანიშვილს არც უფიქრია და არც დაუწერია, ის "აფიქრებინეს". მელას რაც ესიზმრებოდაო, ამათზეა ნათქვამი.
ბატონი რეესტრი- ვაშაძე საერთოდ მომსახურების ზონიდანაა გასული. უკვე უმრავლესობით შევიდა 2016 წლის ოქტომბრის პარლამენტში და აკომპლექტებს მთავრობას. რომ გაიღვიძებს, მაგრად გაუტყდება. მანამდე, ხალხი 1 ლარს რომ ურიცხავს, ის ანგარიში არავინ დააყადაღოს, ხელი არავის წაუცდეს.
ზურიკო ჯაფარიძე და პეტო ცისკარიშვილი იმას არკვევენ, ვინ უფრო დიდი "პადლეცია": ვინც ნაცებთან დარჩა, თუ ვინც ნაცებისგან წავიდა. დამშვიდდით, ბიჭებო, ორივე "პადლეცები" ხართ. აქ მაინც არაფერი გაქვთ გასაყოფი.
რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი კო- აბიტაციას და ნაცების გადმობირება- დასაქმება-კეთილდღეობას "ქართული ოცნებას" აბრალებს. ნეტა, თვითონ სად იყო, რომელ კოალიციაში?!
ლეო აღარ ჩანს, სტუკაჩოვი. საირმეში ხომ არ გაგიშვიათ ნერვების სამკურნალოდ?!
კიკინებიანი თინიკო ივანიშვილს გულებს უხატავს. თან, ოპოზიციური პარტიის წევრია და თან, თავდაცვის მინისტრის სკამს ყოველდღე წებოს "მომენტი" უსვამს.
დათუნა კომუნისტინი ახალი საბჭოთა კონსტიტუციის წერას აღარ აგრძელებს?! პარტბილეთი ჩრჩილმა არ შეჭამოს. ნაფტალინი დააყარეთ ორ დღეში ერთხელ.
ამათ რომ ვუყურებ, აკაკის ლექსი მახსენდება: "ფუ, იმ მოედანს, სადაცა ვირები ბედაურობენ"... კარგ კომედიურ ფილმს გადაიღებდა კაცი, საქმე სასაცილოდ რომ გვქონდეს."- აღნიშნავს ინაშვილი.