ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
„შენ დაუკა, TAKO, შენ კი დაცხე ტაში, კუკური!!!“
++++++++++++++++++++++++++++++++++++++
ცნობილი ქართველი საბჭოთა პოეტის და იმავდროულად „იატაკქვეშეთელი დისიდენტის“ ქალიშვილმა TAKO-მ მორიგი ბოდვა(!!!) გამოაცხო იმ საპასუხო წერილით გადარეულმა, რომელიც აქ, ჩემ გვერდზე გამოქვეყნდა, „რეპორტიორში“ და გადაუბეჭდავს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკას“: „მუზა ვარ, მუზა!“ (http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=102601)
ერთი სიტყვით, ერთადერთი, რაც ამ ბაზრის დედაკაცს ჯერჯერობით არ უკადრებია, დედის გინებაა... მაგრამ მის ზნეკეთილობას, ინტელექტს და არნახულ პირად კულტურას თუ გავითვალისწინებთ, ყველაფერი წინ მაქვს...
„ტრადიციულ ბრალდებებს“ შორის, ქალბატონი „პუბლიცისტკა“ გამოყოფს განსაკუთრებულ თემას: თურმე მამამისის უახლოეს მეგობრულ ურთიერთობას ხელს უშლიდა, მათ აპირისპირებდა და ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებდა მაშინდელი კომუნისტური ცეკა, „კაგებე“ და პირადად მე... ამ ჭკუათხელ მდედრს ავიწყდება ასაკობრივი სხვაობა თაობებს შორის, ის, რომ როცა ეს „დაპირისპირება“ დაიწყო, იმ დროს ახლად სკოლადამთავრებული ყმაწვილი ზეინკლად ვმუშაობდი თბილისის ერთ-ერთ დიდ საწარმოში და იქიდან ვმართავდი... ცეკას, ტეკას, კაგებეს, მწერალთა კავშირს და ქართულ მედიას.
რას იზამ, მაგრად არიან ეს ოხერი „ნორჩი პოლიტიკოსები“ ინფორმირებულები.
ვიდრე ლოგიკურ პასუხს გავცემდე იმ TAKO -ს მორიგ ბოდვა-აბდაუბდას, მანამდე მინდა დრო და ადგილი მოვიგო და ჩემ ფბ-მეგობრებს ამ პირველი(!) პუბლიკაციით (დანარჩენი შემდგომ) შეგახსენოთ ის, რაც ისედაც კარგად იცით, თანაც, კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ სკოლიდან გამოყოლილი სიბრძნის ჭეშმარიტებაში: გამეორება ცოდნის დედაა!
აი, ეს პუბლიკაცია, რომელიც წუხელ გამომიგზავნეს და რომელიც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია სულ ადვილად მოძებნოს ინტერნეტში, კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ რა „მაგრად“ მუშაობდა მაშინდელი ცეკა-ტეკა, რათა დაეპირისპირებიათ ეროვნული მოძრაობის ლიდერები „იატაკქვეშ“ მოღვაწე „დისიდენტებთან“.
მერე რა, რომ ამ წიგნის გამოცემის დროს (1991 წელს) არც კომუნისტები, არც ცეკა-ტეკა, არც „კაგებე“ არ იყვნენ პოლიტპოდიუმზე და არც თქვენი მონა-მორჩილი ცხოვრობდა საქართველოში. მით უმეტეს, წიგნის ავტორი იმ დროს საქართველოს პრეზიდენტი გახლდათ და ცენზურაც კარგა ხნის გაუქმებული იყო... TAKO-სთვის ამ რეალობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მისთვის მთავარია, ქვეყანა დააჯეროს მისი ოჯახის „დისიდენტურ“ წარსულში. არადა, მაშინდელი „ელიტა“ ამ ოჯახს პატივს სცემდა სწორედ მისი საბჭოურობის, საზოგადოებრივი აქტიურობის და იმ დროის ადეკვატური პოზიციებისა გამო. ამიტომ იყო სასიქადულო პოეტი ყველა ჯილდოს და რეგალიის მფლობელი. ეს იდიოტი, ბრმა და ყრუ კომუნისტები და კაგებეშნიკები კი ვერ „ამჩნევდნენ“ მტრული იდეოლოგიის „ღრმა დაშიფვრის აგენტის“ საქმიანობას.
ერთი სიტყვით, გაეცანით ამ წერილს, რომლის შინაარსსაც, მე რომ მკითხოთ, არავითარი კომენტარი არ ჭირდება.
Facebook-ში კი მის გამომქვეყნებელს პირადად არ ვიცნობ, არ ვიცი, ვინ არის და თუკი ცრუპენტელა TAKO მას ჩემს ტროლობას დააბრალებს, კიდევ ერთხელ შევძახებ: შენ დაუკა, თაკო, შენ კი ტაში, კუკური!
https://www.facebook.com/guram.megrelishvili18/posts/2254997561416943