logo_geo
eng_logo
27 წლის 5 ივლისს ზაალ კახიანი დაიბადა
- +

5 ივლისი. 2019. 17:58

 

 

დღეს წარმოგიდგენთ საქართველოს სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის დაფუძნების დღეს გადაღებულ ექსკლუზიურ ფოტოებს, რომლებზეც ჩვენი დღევანდელი იუბილარია აღბეჭდილი. ფოტოები დაცულია ჩვენს ოჯახში. მანამდე კი გეტყვით, რომ 1927 წლის 5 ივლისს დაიბადა სახელოვანი ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მრავალი ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი და თბილისის საპატიო მოქალაქე პროფესორი ზაალ კახიანი, რომელსაც მეგობრები ზაზას ეძახდნენ.

 

ბატონი ზაზა მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო: პროფესიონალურად ხატავდა, ხატოვნად წერდა, იყო საოცარი დეკლამატორი და ორატორი, დიდოსტატურად უკრავდა, სასწაულად ქეიფობდა... ეს იყო კაცი-შემოქმედი, მე ვიტყოდი სიყვარულისთვის დაბადებული კაცი, რომელზეც ათასი ლეგენდა იქმნებოდა... მოკლედ, როგორც იტყვიან, ზაზა კახიანი, თავისი უზადო იუმორით, იყო ნამდვილი კაცი-ზეიმი, რომელიც ირგვლივ მყოფებს სიხარულისა და სიცოცხლის წყურვილს უათკეცებდა.

 

ბატონ ზაზას ჰყავდა არაჩვეულებრივი მეუღლე, ულამაზესი ნაირა, რომელიც მის უსაყვარლეს მეუღლეს დღესაც გვერდს უმშვენებს, ოღონდ ზეციურ საქართველოში, სადაც ქვეყნის საუკეთესო შვილებია „გამგზავრებული“. ბატონმა ზაზამ და ნაირამ დატოვეს ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილი. ჯანა კახიანი უკვე სახელმოხვეჭილი ფსიქოლოგი და რამდენიმე მონოგრაფიის და წიგნის ავტორია, მათ შორის წიგნისა „ბავშვის სამყარო“, რომელიც სახელოვანი მამის 80 წლის იუბილეს მიუძღვნა. ჯანა ისე იცავს ზაზა კახიანის ოჯახის ღირსებას, როგორც ეს დიდ ქირურგსა და ადამიანს შეეფერებოდა.

 

ზაზა კახიანი გარდაიცვალა 2000 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 

1994 წელს ზაზა კახიანი არჩეული იქნა საქართველოს სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის პირველ პრეზიდენტად. აკადემიის დამფუძნებელთა შორის, სხვა წარჩინებულ ექიმებთან ერთად, იყო ჩემი მამამთილიც - პროფესორი ირაკლი ჭუმბურიძე.

 

მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელ კრებას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

 

ეს ფოტოები სწორედ იმ დღეს არის გადაღებული.

 

 Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner