საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა „საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც შემუშავდა საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის დღგ-ის დირექტივასთან (2006/112/EC) დაახლოების მიზნით, რის ვალდებულებაც საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულებით;
დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის შესაბამისად, საჯარო განხილვისთვის უკვე გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროსა www.mof.ge და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საკანონმდებლო მაცნეს“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/4602816?publication=0 ოფიციალურ ვებგვერდებზე და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის.
ფინანსთა სამინისტრო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ყველა დაინტერესებულ და მიზნობრივ ჯგუფს სთავაზობს შენიშვნები და წინადადებები გამოაგზავნოს სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: VATREFORM@MOF.GE
პარალელურად, უახლოეს პერიოდში, დაიწყება გამოქვეყნებული დოკუმენტის საჯარო განხილვა ბიზნესასოციაციებთან და ყველა დაინტერესებულ მიზნობრივ ჯგუფთან.
აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტით ცვლილებები შეეხო საგადასახადო კოდექსის დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელ თითქმის ყველა დებულებას, რის გამოც კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები სრულად ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.