logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ნაცებს მთელი შიგთავსი, გული და აზროვნება პრორუსული აქვთ
- +

5 ივლისი. 2019. 19:21

 

 

„თითო რუსული პასპორტი ყველა ნაცს უდევს ჯიბეში“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

„გრიგოლ ვაშაძე თბილისში ანტირუსულ მიტინგებს ხელმძღვანელობს, მისი მეუღლე კი ამასობაში კრემლში დაგოგმანობს ( ნინო ანანიაშვილი მოსკოვში, კრემლში გამართულ ღონისძიებაზე იღერებდა ყელს). „რუსთავის 2“-ის მიერ ტვინგამორეცხილ და ზომბირებულ მოსახლეობას კი „ნაციონალური მოძრაობა“ - პროდასავლური ძალა და მისი თავმჯდომარე გრიშა ვაშაძე პროდასავლური პოლიტიკოსი ჰგონია. რეალურად კი „ნაციონალური მოძრაობაც“ და მათი ტელევიზიაც („რუსთავი 2“) რუსების ხელშია.

 

ნაცებს მთელი შიგთავსი, გული და აზროვნება პრორუსული აქვთ, რადგან მათი ფინანსური დონორი რუსეთი გახლავთ. თითო რუსული პასპორტი ყველა ნაცს უდევს ჯიბეში და საქართველოს მოქალაქეობაც აქვთ, მაგრამ ანტირუსული დროშის ფრიალში პირველობას არავის უთმობენ. ადამიანები, რომლებიც კანონს ციხეში უნდა ჩაესვა, დღეს საკანონმდებლო ორგანოში სხედან, კანონებს იღებენ და პარლამენტის შტურმის აღების გზით ანტისახელმწიფოებრივ გადატრიალებასაც გეგმავენ“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner