თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ წერს:
„კეისარი მეომრების შერჩევისას ასეთ ხერხს იყენებდა- მეომარს ხელს მოულოდნელად დაარტყამდნენ და რეაქციას აკვირდებოდნენ-თუ წითლდებოდა და შეტევაზე მოდიოდა ლეგიონში რიცხავდა,თუ ფითრდებოდა და უკან იხევდა-არა.
პოლიტიკა იგივე ომია. გუნდში მებრძოლი სულის ადამიანები თუ არ არიან, წარმატებას ვერ მიაღწევ.
თუ ადამიანებს ერთმანეთისთვის ბრძოლა არ შეუძლიათ და არ უნდათ, ვერც ქვეყნისთვის იბრძოლებენ.
სააკაშვილის სახელმწიფო ტერორის მანქანის მუშაობისას ადამიანი საკუთარი კომფორტის მეტზე რომ არაფერზე ფიქრობდა, ან მითუმეტეს, ამ ტერორის მანქანას ემსახურებოდა ფარულად ან აშკარად, -ეს ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანს არანაირი სოლიდარობის განცდა არა აქვს და პირველივე პრობლემაზე გაიქცევა და დაიმალება.
ასეთი მხოლოდ იმაზე ფიქრობს ვისთან გააკეთოს „ათვლა", თავი როგორ გადაიზღვიოს და არასოდეს არანაირ ინიციატივას არ გამოიჩენს და არც პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე.
ასეთები თავისნაირებს იზიდავენ, ვინაიდან ინიციატივიანი და ძლიერი ადამიანები აფრთხობთ.
სამწუხაროდ ისტორია გვასწავლის , რომ არაფერს გვასწავლის."