20-21 ივნისის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.