logo_geo
eng_logo
დიმიტრი რაზუმკოვი : მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ძალის გამო შესაძლოა საპარლამენტო არჩევნები ჩაიშალოს
- +

6 ივლისი. 2019. 19:50

 

 ვლადიმერ ზელენსკის პარტიის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ძალის გამო საპარლამენტო არჩევნები ჩაიშალოს

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ლიდერი დიმიტრი რაზუმკოვი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოძრაობის გამო საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილ დროს ჩაიშალოს.

 

როგორც დიმიტრი რაზუმკოვმა ტელეარხ „1+1“-ის გადაცემაში „უფლება ხელისუფლებაზე“ განაცხადა, არჩევნებში „ახალი ძალების მოძრაობის“ მონაწილეობის გამო, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიულეტენების ხელახლა დაბეჭდვა უწევს.

 

„ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის წაყენებულმა მოთხოვნამ - ჩართოს საარჩევნო პროცესში პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ (ლიდერი მიხეილ სააკაშვილი) და ხელახლა დაბეჭდოს ბიულეტენები, შეიძლება გამოიწვიოს საპარლამენტო არჩევნების ჩაშლა დანიშნული თარიღისათვის“, - განაცხადა დიმიტრი რაზუმკოვმა.

 

მისი აზრით, სიტუაცია მძიმეა, რადგან ბიულეტენების ნაწილი - 5 მილიონზე მეტი - უკვე დაბეჭდილია, რაშიც სახელმწიფოს ფული დაიხარჯა და მათი ხელახლა დაბეჭდვისთვის ბიუჯეტში სახსრები გათვალისწინებული არ არის. რაზუმკოვმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო სიტუაციაში გაერკვევა და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

29 ივნისს უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სააკაშვილის პარტიის რეგისტრაციაში გატარება დაავალა. საარჩევნო კომისიამ ვერდიქტი შეასრულა, მეორე დღეს პარტიების წარმომადგენლები დაიბარა და ერთობლივი გადაწყვეტილებით ხელახალი კენჭისყრის გარეშე „ახალი ძალების მოძრაობა“ ბოლო - 22-ე ნომერი მიენიჭა.

 

უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისსაა დანიშნული.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner