logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: ვინაიდან ყველა ეპოქის ნაძირლების დარად, ჩვენების უკანასკნელი თავშესაფარიც პატრიოტიზმია..
- +

6 ივლისი. 2019. 20:47

 

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველი, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვინაიდან ყველა ეპოქის ნაძირლების დარად, ჩვენების უკანასკნელი თავშესაფარიც პატრიოტიზმია და რუსული თემაც ამიტომ მართავს მხდალი პატრიოტების მიერ ინიცირებულ დისკურსს, - რუსულადვე შეგახსენებთ, რომ "ველიკი მაგუჩიში" არსებობს მოხდენილი სიტყვათაშეთანხმება: "ДУТАЯ ВЕЛИЧИНА", რომლის ყველაზე რელევანტური თარგმანი, ალბათ, "ყალბი სიდიდეა". ხოდა, ყალბი სიდიდეების ჩვენებურ ქვეყანაში, ამ დისკურსს უამომრჩეველო პოლიტიკოსები, არაფრისმცოდნე ექსპერტები, კაცთმოძულე უფლებადამცველები, ულექსო პოეტები და უსმენო მომღერლები ამაგრებენ...“, - წერს ნაცვლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner