ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სოფიო ქაცარავას ინიციატივით100 წლის პარლამენტარიზმისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის მომხსენებლებიც იყვნენ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი დორის ბარნეტი და დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მარკ პრიჩარდი.
ღონისძიებაზე გაიმართა ფოტოგამოფენა, 100 წლის პარლამენტარიზმის ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია.
„ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ამჯერად ჩავატარეთ100 წლის პარლამენტარიზმის ღონისძიება, რომელზეც იყო ძალიან დიდი ინტერესი, სადაც ვისაუბრე ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების შესახებ. საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მოვაწყვეთ ფილმის ჩვენება და ღვინის დეგუსტაცია“, - განაცხადა სოფიო ქაცარავა.
„საქართველოში არის ძლიერი და მყარი დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გამოხატვის თავისუფლება და გამართული საპარლამენტო სისტემა“, - განაცხადა დორის ბარნეტმა, ბუნდესტაგის წევრმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის, ავსტრიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, სერბეთის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების პარლამენტარები.