logo_geo
eng_logo
20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა
- +

6 ივლისი. 2019. 21:07

 

20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს: ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

 

დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი აღიარებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა.

ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner