logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: გთავაზობთ დღემდე ბევრისთვის უცნობ ფოტოებს...
- +

6 ივლისი. 2019. 21:10

 

გთავაზობთ დღემდე ბევრისთვის უცნობ ფოტოებს და ვიდეოფირს ჟორჟ პომპიდუს საქართველოში, კერძოდ ბიჭვინთაში ვიზიტზე (ლინკი იხ. კომენტარებში). შეიძლება ითქვას, რომ ეს მასალა ექსკლუზიურია, რადგან არცერთ ქართულ და რუსულ მედიაში არ გამოქვეყნებულა. ამ ფირს შემთხვევით მივაგენი რუსულ კინოარქივში და თქვენც გაგიზიარებთ.

 

1973 წელს ჟორჟ პომპიდუს დაუდგინეს ლეიკემიის იშვიათი ფორმა („ვალდენსტრემის დაავადება“), ამიტომ იგი ერიდებოდა ხალხში გამოჩენას, რადგან სახე საკმაოდ დასიებული ჰქონდა. ელისეის სასახლე ოფიციალურად იტყობინებოდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს „უბრალო გრიპი“ შეეყარა.

 

1974 წელს ჟორჟ პომპიდუ ვიზიტად ჩავიდა საქართველოში, კერძოდ აფხაზეთის ულამაზეს მხარეში - ბიჭვინთაში, სადაც იგი ლეონიდ ბრეჟნევს შეხვდა. საფრანგეთის პირველი პირის თვითმფრინავი ჯერ ადლერის აეროპორტში დაეშვა და პირველი შეხვედრაც იქ შედგა. ადლერიდან ავტომანქანების კორტეჟი ბიჭვინთისკენ დაიძრა, ულამაზესი ფიჭვნარის გავლით და მთელი გზის გაყოლებაზე გამოფენილი ქართველი მოსახლეობა გულითადად ესალმებოდა სტუმრებს.

 

იწერება, რომ ბიჭვინთაში ჟორჟ პომპიდუს საშინელი სისხლდენა დაეწყო და მიუხედავად ამისა, „ვაჟკაცურად“ შესძლო მოლაპარაკებების წარმართვა. შეხვედრა წარმატებით დასრულდა. შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციას ТАСС-ის გენერალური დირექტორი ლეონიდ ზამიატინი უძღვებოდა.

 

ამბობენ, რომ ჟორჟ პომპიდუ აღფრთოვანებული დარჩა საქართველოს სილამაზით და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner