logo_geo
eng_logo
პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს
- +

6 ივლისი. 2019. 22:00

 

„ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე ბრალდებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის  ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს. ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად. ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივეს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner