logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: გიორგი კვირიკაშვილი არის ადამიანი, ვისთანაც მუშაობა შეიძლება
- +

2 ივნისი. 2016. 10:41



პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრემიერის პოზიციიდან გამომდინარე მას აქვს მოლოდინი, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს" შესახებ კანონში არსებულ შენიშვნებს პარლამენტი გაითვალისწინებს.


გიორგი მარგველაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არის ადამიანი, ვისთანაც მუშაობა შეიძლება.


პრემიერის პოზიციიდან გამომდინარე, მაქვს მოლოდინი, რომ შენიშვნებს გაითვალისწინებენ. როდესაც იღებდნენ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოს თაობაზე, მე ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება თავიდანვე გამოვხატე. ბუნებრივია, როდესაც მივიღეთ კანონი, ნათლად გამოჩნდა, რომ მიღებული ცვლილებები, ფაქტიურად საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას არაფუნქციურად აქცევს. ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და ვენეციის კომისიის წითელი ხაზები გავითვალისწინეთ. კონსესუსი შედგა, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი განწყობილია თანამშრომლობისკენ და ისაა ადამიანი, ვისთანაც შეიძლება მუშაობა. მაქვს მოლოდინი, რომ ამ კონსესუსიდან გამომდინარე, შევძლებთ საკონსტიტუციო სასამართლო დარჩეს, როგორც ეფექტური კონსტიტუციური ორგანო. მგონია, რომ ჩემ პოზიციას გაიზაირებს როგორც პარლამენტი, ასევე პოლიტიკოსები", - განაცხადა მარგველაშილმა.


შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტს ვეტო 30 მაისს დაადო.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner