logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ალბათ ჯობდა, პარლამენტის თავმჯდომარე უფრო მალე გადამდგარიყო
- +

6 ივლისი. 2019. 23:32

 

„განა შეიძლება პარლამენტი შტურმით აგვეღო?!“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ  „პალიტრანიუსის“ ეთერში ნიკა საჯაიას გადაცემა „7VS1“-ში  ისაუბრა.

 

ხუნდაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის დროულად გადადგომის შემთხვევაში, შესაძლოა, პროცესები სხვაგვარად განვითარებულიყო.

 

„ალბათ ჯობდა, პარლამენტის თავმჯდომარე უფრო მალე გადამდგარიყო, მაგრამ ამას ალბათ თავისი მიზეზები ჰქონდა. მას ჰქონდა ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში, ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ალბათ, არასწორი იქნებოდა, გადამდგარი თავმჯდომარის რანგში ყოფილიყო. ამ ყველაფრის გამო, განა შეიძლება პარლამენტი შტურმით აგვეღო?! ხომ შეიძლება ეს პროტესტი, სამართლიანი პროტესტი, მეორე დღესაც გაგრძელებულიყო“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner