logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: პოლიციას რომ უნდა ემოქმედა, ამას კითხვის ნიშნის ქვეშ, ნაციონალური მოძრაობის და...
- +

7 ივლისი. 2019. 00:34

ლური მოძრაობის და...

 

„იმ მძიმე ღამეს შტურმის მოგერიებას ვერავინ ასცდებოდა, ისეთი ფორმები მიიღო ნიკა მელიას და მისი კოლეგების ქმედებებმა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, გიორგი გახარიამ თავისი პოზიცია ნთლად და მკაფიოდ დააფიქსირა. თუ ინდივიდუალურ გადაცდომებს და ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი, მაშინ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხია და თუ გამოვლინდა სისტემურობა, ამ დარღვევაში მინისტრი  მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა.

 

„ლეგიტიმური ძალა რომ უნდა ყოფილიყო გამოყენებული ეს იყო აუცილებლობა და ამას ვერავინ ვერ უარყოფს. ამის უარყოფა არ მომხდარა არც საერთაშორისო შეფასებებში და არც არსად. პოლიციას რომ უნდა ემოქმედა,  ამას კითხვის ნიშნის ქვეშ, ნაციონალური მოძრაობის და მათი ორი პარტიის გარდა ამას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ ვერ დააყანებს.  მას შედეგ, რაც ლეგიტიმურად ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი, მერე  რა მოხდა და რა რეალობა მივიღეთ, ამას სახალხო დამცველის ზედამხედველობის ქვეშ საგამოძიებო ორგანოები იძიებენ და სრული მზაობა იმისთვის, რომ საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშაც წავიდეს ეს პროცესი.  გიორგი გახარიამ თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ძალიან ნთლად და მკაფიოდ დააფიქსირა. თუ ინდივიდუალურ გადაცდომებს და ძალის გადამეტებსბ ჰქონდა ადგილი, მაშინ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხია, ხოლო თუ გამოვლინდა სისტემურობა, ამ შემთხვევაში მინისტრი მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას. სრულიად სხვა არის მოცემულობა როდესაც პოლიციას სივრცე არ აქვს დარჩენილი იმის გარდა რომ იმოქმედოს. ჩვენ ჩვენივე რეზოლუციაში ვამბობთ რომ გამოძიება უნდა  ჩატარდეს სწრაფად“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner