პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტსს აქვეყნებს:
„მეგობრებო, „რუსთავი 2“-ში გასულ ცრუ სიუჟეტს აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო, ვინაიდან ეს ცრუ მანქანა ფეხქვეშ თელავს ყველანაირ მორალურ პრინციპებს, ცდილობს ჩემს პერსონალურ დისკრედიტაციას და ასევე ჩემს ოჯახზე ავრცელებს აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციას!
დღეს ჩემზე და ჩემს მეგობარ დეპუტატებზე ყალბი სიუჟეტი გააკეთეს, თურმე „ცარიელი ჯიბეებით“ დაგვიწყია პოლიტიკური ცხოვრება ცრუ „რუსთავი 2“ იტყუება, თითქოს საცხოვრებელი სახლი, სადაც მე და ჩემი ოჯახი ვცხოვრობთ მშენებარეა და ისე წარმოაჩენს თითქოს პარლამენტში შესვლის შემდეგ შეიძინა ჩემმა ოჯახმა.
სინამდვილეში მიწის ნაკვეთი ჩემი მეუღლის ოჯახმა შეიძინა 2003 წელს, ხოლო სახლის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა და ამ სახლში 2015 წელს ანუ პარლამენტში შესვლამდე ვცხოვრობთ ოჯახი!
ყალბმა ტელევიზიამ კი მოიტყუა და სიუჟეტში არ აჩვენა ჩემი სახლი, რომელსაც არა აქვს აუზი!!!
კარგად დაიმახსოვრეთ, რომ „რუსთავი 2“ და მთელი თქვენი „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ ვერ დაგვაზიანებთ, ყოველთვის ღირსეულ და საკადრის პასუხს გაგცემთ!!!
მზად ვარ მათივე ეთერში ვამხილო „რუსთავი 2“ ტყუილში და ასევე მივმართავ ყველა სამართლებრივ გზას, რათა კანონის სახელით ვებრძოლო სიცრუეს“, - წერს ოხანაშვილი.