logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: ნულოვანი ბარიერი იძლევა საშუალებას, რომ დავინახოთ, აქვს თუ არა საზოგადოების მხარდაჭერა ამა თუ იმ პარტიას
- +

7 ივლისი. 2019. 02:16

 

„ჩვენ ბარიერის შემთხვევაშიც მოვხვდებით პარლამენტში, რადგან სერიოზული პროგრამები და ხედვები გვაქვს“, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ  „პირველი არხის“ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„უხეში შედარებაა, მაგრამ ის რა პარტია, რომელიც ბოდიში და, ქელეხისა თუ ქორწილის რაოდენობის ხალხს ვერ შეკრებს? ასეთი პარტიები არ არის საჭირო. ამიტომ, პოლიტიკური ძალები გაიცრება და სადღაც, ლუსტრირებაც კი მოხდება, ამ სიტყვის არა იმ გაგებით, რითაც ეს ტერმინი შეიქმნა. გვეცოდინება, რომ არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც ძალიან სერიოზული, ათეულობით ათასი ადამიანის მხარდაჭერა აქვს და არიან პარტიები, რომლებიც თუ სხვა ვინმეს ვერ ჩაებმებიან, წარუმატებელი იქნებიან და მხოლოდ ქაღალდზე დარჩებიან პარტიებად“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „მაოხრებელი მკვდარივით“ ყველა წამოწყების და ყველაფრის წინააღმდეგია, რადგან მათი თვითმიზანია, სახელმწიფო ინსტიტუტები დაიშალოს და დაინგრეს, რათა ამ ნანგრევებზე, სისხლზე და უბედურებაზე სადღაც გაძვრნენ.

 

„ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. 2020 წლამდე ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონსტიტუციის ფარგლებში, რომ არჩევნების ჩატარების ნორმალურ საშუალებამდე მივიდეთ და არა ქუჩიდან ხმაურით, ცემა-ტყეპით, შევარდნით, შანტაჟით და ა.შ.“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

 

როგორც „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მრავალპარტიული სისტემა პოლიტიკური ჭაობიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალებაა.

 

„ჩვენ ბარიერის შემთხვევაშიც მოვხვდებით პარლამენტში, რადგან სერიოზული პროგრამები და ხედვები გვაქვს, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი ისაა, რომ პარლამენტში საზოგადოების ხედვები, განწყობები და დამოკიდებულებები აისახოს, რასაც დღეს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

 

ბარამიძემ ასევე განაცხადა, რომ თუ ბლოკების დაშვების საკითხი დადგება, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ ამის წინააღმდეგი არ იქნება.

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს ნულოვანი ბარიერის პარალელურად, გიგლა ბარამიძემ განაცხადა, რომ არსებობს ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხი, რომელიც ცვლილებებს საჭიროებს.

 

„ალბათ, შესაცვლელია მიდგომა-საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება, მორჩენილი მანდატების გადანაწილების წესი, სარეკლამო-საეთერო დრო, ფინანსები და ა.შ, მაგრამ ეს ყველაფერი ტექნიკური საკითხებია. მთავარი ის მოხდა, რომ ძირითადად, ყველა შევთანხმდით – პროპორციული სისტემა ეს არის პერსპექტივა ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური განვითარებისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარებისთვის და შემდეგ უკვე, მუშა ჯგუფში, რომელიც ჩვენი თანამონაწილეობით უნდა შედგეს, გამოწვლილვით, მუხლობრივად უნდა გავიაროთ ყველა ეს საკითხი“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

 

https://marshalpress.ge/archives/248431

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner