ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებული, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი პენიტენციურ დაწესებულებას 8 ივლისს დატოვებს.
სუბელიანი შეფარდებული სასჯელის მოხდას 8 ივლისს დაასრულებს.
მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა. მირზა სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ სცნო და 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.