logo_geo
eng_logo
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდების საქმეზე რუს გენერალს და კიდევ 3 პირს ბრალი წაუყენა
- +

7 ივლისი. 2019. 12:39

 

 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდების საქმეზე რუს გენერალს და კიდევ 3 პირს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

 

კერძოდ, ბრალი წარედგინათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს გენერალ-მაიორს სერგეი დუბინსკის, ბოევიკების ერთ-ერთ ლიდერს იგორ გირკინს, პოლკოვნიკ ოლეგ პულატოვს და უკრაინის მოქალაქეს ლეონიდ ხარჩენკოს.

 

მალაიზიური „ბოინგი“ დონეცკის ოლქის თავზე 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298-ივე ადამიანი დაიღუპა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner