უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდების საქმეზე რუს გენერალს და კიდევ 3 პირს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
კერძოდ, ბრალი წარედგინათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს გენერალ-მაიორს სერგეი დუბინსკის, ბოევიკების ერთ-ერთ ლიდერს იგორ გირკინს, პოლკოვნიკ ოლეგ პულატოვს და უკრაინის მოქალაქეს ლეონიდ ხარჩენკოს.
მალაიზიური „ბოინგი“ დონეცკის ოლქის თავზე 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298-ივე ადამიანი დაიღუპა.