logo_geo
eng_logo
„საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა
- +

2 ივნისი. 2016. 11:25



„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ" კანონი ძალაში შევიდა. კანონი გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ითვალისწინებს.


ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგადასახადო დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით;


დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი განთავისუფლდება დღგ- თანხის გადახდისაგან;


მოხდება 100 000-მდე გადამხდელისთვის უიმედო საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა - 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციების ჩამოწერა ძირითადი თანხის გადახდის პირობით საგადასახადო კონტროლს განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო.


რაც შეეხება მოგების გადასახადის ამოქმედების საკითხს - ბიზნესთან შეთანხმებით, კანონის საფუძველზე, მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში შევა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან და მოგების გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგებააღნიშნულ რეფორმას ექნება პოზიტიური შედეგები.

 

კერძოდ: დაჩქარდება ეკონომიკურ ზრდა; გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობა; გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა; გაიზრდება ინვესტიციები; გაიზრდება კაპიტალის მოცულობა; გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა; შემცირდება გარე ფინანსური შეზღუდვები; ბიზნეს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის; ჩამოყალიბდება კიდევ უფრო მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით; გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება 
კანონი საგადასახადო კოდექსში ცვლილების შესახებ" შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზეhttps://matsne.gov.ge/ka/document/view/3288317", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner