logo_geo
eng_logo
საფრანგეთსა და გერმანიაში წყალდიდობას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა
- +

2 ივნისი. 2016. 11:29


 

„BBC"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად გერმანიაში 4 მოქალაქე, საფრანგეთში კი ერთი დაიღუპა.



საფრანგეთში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო 6 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.  პარიზში მდინარე სენა კალაპოტიდან გადავიდა, შესაბამისად, სანაპიროები გადაკეტილია. ქალაქ ნემურში კი ცენტრალური ქუჩები მთლიანად დატბორილია.



სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ამინდის გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner