„BBC"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად გერმანიაში 4 მოქალაქე, საფრანგეთში კი ერთი დაიღუპა.
საფრანგეთში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო 6 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. პარიზში მდინარე სენა კალაპოტიდან გადავიდა, შესაბამისად, სანაპიროები გადაკეტილია. ქალაქ ნემურში კი ცენტრალური ქუჩები მთლიანად დატბორილია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ამინდის გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.