logo_geo
eng_logo
მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
- +

8 ივლისი. 2019. 10:36

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებულმა, პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დღეს დილით დატოვა.


სუბელიანს გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებასთან ახლობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.


მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა. მირზა სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ სცნო და 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner