„რუსთავი 2“ პოლიტიკური პარტიის ქვეორგანიზაცია რომ არის, აქამდეც ცნობილი იყო“ - ამის შესახებ დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„რუსთავი 2“პოლიტიკური პარტიის ქვეორგანიზაცია რომ არის, აქამდეც ცნობილი იყო. აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ეს ტელევიზია არ არის“, - განაცხადა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.
თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სასულიერო პირები არიან შეკრებილი. მათი განცხადებით, ისინი არ ენდობიან „თბილისი პრაიდის“ გადადებასთან დაკავშირებით ორგანიზატორების განცხადებას და მაინც რჩებიან რესპუბლიკის მოედანზე.
გავრცელებული ინფორმაციით, „ღირსების მარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაციის გაჟონვის გამო და უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიება კიდევ ერთხელ გადადეს.
ამასთან, წუხელ „რუსთავი 2“-თან აქცია გაიმართა, რომელიც სოციალური ქსელით დაიგეგმა. პროტესტის მიზეზი ტელეკომპანიის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგი გახდა.