logo_geo
eng_logo
კოდორის ხეობაში ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები მანქანით ხევში გადავარდნენ
- +

2 ივნისი. 2016. 11:31



სააგენტო „ТАСС"-ის გავრცელებული ინფორმაციით, კოდორის ხეობაში სატვირთო მანქანა, რომელსაც ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა.



წინასწარი ინფორმაციით მანქანაში 6 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად 5 მათგანი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ ერთი მესაზღვრის ბედი ამ დრომდე უცნობია, მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია", - განუცხადა „ ТАСС "-ს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა ლევ კვიცინიამ.



შემთხვევა კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთაში, სოხუმიდან 50 კილომეტრში, გუშინ საღამოს მოხდა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner