სააგენტო „ТАСС"-ის გავრცელებული ინფორმაციით, კოდორის ხეობაში სატვირთო მანქანა, რომელსაც ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა.
„წინასწარი ინფორმაციით მანქანაში 6 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად 5 მათგანი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ ერთი მესაზღვრის ბედი ამ დრომდე უცნობია, მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია", - განუცხადა „ ТАСС "-ს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა ლევ კვიცინიამ.
შემთხვევა კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთაში, სოხუმიდან 50 კილომეტრში, გუშინ საღამოს მოხდა.