logo_geo
eng_logo
სირიის ქალაქ დერაიაში 2012 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად ჰუმანიტარული დახმარება შეიტანეს
- +

2 ივნისი. 2016. 11:39



სირიის ბლოკირებულ ქალაქ დერაიაში პირველად 2012 წლის ნოემბრის შემდეგ ჰუმანიტარული დახმარება შეიტანეს. ამის შესახებ წითელი ჯვარი იტყობინება. დამასკოს მახლობლად მდებარე ქალაქი სამთავრობო ძალების მიერაა ალყაში მოქცეული. ჰუმანიტარულმა კოლონამ ქალაქში ვაქცინები, მედიკამენტები და ბავშვთა კვება ჩაიტანა.



დერაიაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადების შედეგად გახდა შესაძლებელი. ზავის პირობები ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა დაპირისპირებულ მხარეებთან შეათანხმეს.



დერაიას მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია საკვების, სასმელი წყლისა და წამლების მწვავე უკმარისობას განიცდის. ქალაქში სამი წელია არ არის ელექტროენერგია. გაერო-ს მონაცემებით, ალყაში მოქცეულ ქალაქში დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი რჩება.



აპრილის ბოლოს გაერო-ს წარმომადგენლებმა ჰუმანიტარულ საკითხებში დერაიაში შექმნილ ვითარებას „საშინელი" უწოდეს. მაისში გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის კოორდინატორმა იან ეგელანდმა განაცხადა, რომ დერაიასა და მუადამიაში მცხოვრები ბავშვები შესაძლოა, უახლოეს დროში დაიღუპონ, თუ მათ დროულ დახმარებას არ აღმოუჩენენ.



მაისში ჰუმანიტარული კოლონა დერაიაში ვერ ჩავიდა იმის მიუხედავად, რომ მისი მარშრუტი კონფლიქტის მხარეებთან შეთანხმებული იყო.



გაერო-ს მონაცემებით, 4,5 მილიონი სირიელი რთულად მისადგომ რაიონებში ცხოვრობს, დაახლოებით 400 ათასი კი ალყის პირობებში იმყოფება.




 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner