logo_geo
eng_logo
სოფელ დეხვირში არქეოლოგებმა შუა საუკუნეების ციხის ნაშთები აღმოაჩინეს
- +

8 ივლისი. 2019. 13:14

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირში არქეოლოგებმა შუა საუკუნეების ციხის ნაშთები აღმოაჩინეს. ძეგლი დეხვირის ციხეთა კომპლექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

 

ადგილზე არქეოლოგთა ორი ჯგუფი: მცხეთა-დეხვირის არქეოლოგიური ექსპედიცია და შუა საუკუნეების მკვლევარების ჯგუფი მუშაობს.

 

„ძეგლი სავარაუდოდ, XIV-XVII საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. ძალიან მნიშვნელოვანი ციხეა, რადგან ვახუშტი ბატონიშვილის აღწერილობით, „დეხვირის ციხეა თავი თაკვერისა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ციხეთა მფლობელი მთელი ლეჩხუმის მფლობელი იყო“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს არქეოლოგმა შალვა ბუაძემ.

 

არქეოლოგიური ექსპედიცია სოფელ დეხვირში ხუთი დღის წინ დაიწყო. დეხვირის ციხეთა კომპლექსის კვლევა კი, სპეციალისტებმა 2015 წლიდან დაიწყეს. კვლევების ფარგლებში ამ დრომდე რამდენიმე ციხე, მათ შორის, ციხეთა კომპლექსის მთავარი ციხე აღმოაჩინეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner