logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: გვარამიას ქცევა აგონიაში მყოფ ადამიანებს ახასიათებთ
- +

2 ივნისი. 2016. 12:05

 

 

„სამწუხაროა მცდელობა,  რომ დავა, რომელიც მიმდინარეობს ორ კერძო სუბიექტს შორის, გადაყვანილ იქნას პოლიტიკურ ჭრილში“, - ამის შესახებ „რეპორტიორს“ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ზურაბ ქადაგიძემ განუცხადა.

 

 

„ახალგაზრდული ცენტრის“ ლიდერის თქმით, მედია ალოგიკურად დიდ დროს უთმობს „რუსთვის 2“-ის  თემას და მცირე დროს უთმობს ისეთ სასამართლო დავებს, რომელიც საკუთარი მნიშვნელობით აღნიშნულ საქმეს აღემატება. მაგ:  ბუტა რობაქიძის საქმე, ბლადაძე პაპუაშვილის წინააღმდეგ და ა.შ.

 

 

„მოგეხსენებათ, სულმოკლე ადამიანებს მოკლე მახსოვრობა ახასიათებთ, რისი ნათელი მაგალითიც ნიკა გვარამია გახლავთ. გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინანდელი რეალობა, როდესაც ბატონი ნიკა გვარამია ბედნირი სახით გამოდიოდა კერძო ტელევიზიის „იმედის“ დარბევის შემდეგ, ის ამ ვანდალურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ამართლებდა. სამწუხაროა, რომ აღნიშნულ პერიოდში მას არ ახსოვდა ცნება თავისუფალი მედია. დღეს კი 2007 წლისგან განსხვავებით, საქმეს განიხილავს სასამართლო, პროცესი ცივილიზებული გზით მიმდინარეობს. თითოეული მოქალაქის ვალია, პატივი სცეს სასამართლოს და დაელოდოს საბოლოო განაჩენს. გვარამიას ქცევა კი აგონიაში მყოფ ადამიანებს ახასიათებთ. სამწუხაროა, რომ ის მარიონეტი გახლავთ და არასახელწიფოებრივ თამაშსს თამაშობს.

 

 

ბოლოს კი მინდა ვთქვა, რომ მე ვერ გამოვდგები ქალბატონი თეა  წულუკიანის ადვოკატად, მაგრამ გვარამიას განცხადების შემდეგ მიკვირს, რატომ არ უჩივლა თეა წულუკიანმა ნიკოლოზ გვარამიას ცილისწამებისთვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობისთვის“, - განაცხადა ქადაგიძემ.

 

 

გვარამიამ იუსტიციის მინისტრს ეგზეკუტორი უწოდა და მოსამართლეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

 

 

 

„თავისი განწყობილებით და მენტალობით, ის არის ტიპიური, ტროიკის შემადგენელი, დამხვრეტი და ამასაც დიდი სიამოვნებით გააკეთებდა, რომ შეეძლოს ბიძინა ივანიშვილის დავალების საფუძველზე. ეს ქალი არის ჩვეულებრივი ეგზეკუტორი, ჩვეულებრივ ეგზეკუციას უდგას სათავეში. გაპრესილი ჰყავს ეს მოსამართლეები, რომლებსაც არ ვიცი, რა მიზიდულობა და ქიმია აქვთ ამ სრულიად პლინტუსქვემოთ ინტელექტიანი ქალის მიმართ, სამართლებრივ ინტელექტს ვგულისხმობ, ვერაფრით ვერ ვხვდები, მაგალითად, ვარსკვლავი იყო სასამართლოსი ნათია გუჯაბიძე, დღეს არის სირიცხვილი მანტიაში ჩაცმული, როგორ შეიძლება, რომ გუჯაბიძე ნათია, რომელიც იყო ვარსკვლავი სასამართლოსი, თეა წულუკიანის გავლენის ქვეშ იმყოფებოდეს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner