logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: იყო კარგი პოლიციელი, ნიშნავს იყო გმირი!
- +

2 ივნისი. 2016. 12:07



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პოლიციელებს პროფესიული დღე მილოცა და განაცხადა, რომ იყო კარგი პოლიციელი, უკვე ნიშნავს იყო გმირი.



მე ვიცი, რას ნიშნავს, იყო პოლიციელი. მე ვიცი, რას ნიშნავს, იყო პოლიციელის ოჯახის წევრი. მე ვიცი, რას ნიშნავს, ყოველ დღე, შენი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდე სხვა ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად და თავს არ ზოგავდე ამისთვის. მე ვიცი, რას ნიშნავს, გეღუპებოდეს თანამებრძოლი. მე ისიც ვიცი, რა გრძნობაა, როდესაც ბოროტებაზე იმარჯვებ. ვიცი, რა გამოწვევების წინაშე დგახართ ყოველ დღე და არ ეპუებით.

ისიც კარგად ვიცი, რამხელა მოტივაცია და სიამაყეა, როდესაც შენი პროფესია გაძლევს საშულებას, იზრუნო ადამიანებზე და მათ სიმშვიდეზე.

კარგად მესმის, როგორი პასუხისმგებლობაა, გერქვას საქართველოს პოლიციელი. იყო ნამდვილი პოლიციელი - ეს არის მოწოდება, მოწოდება, იდგე შენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი მართლწესრიგის სადარაჯოზე დღე და ღამე, სადაც არ უნდა იყო, 24 საათი. ამიტომ მიმაჩნია, რომ იყო კარგი პოლიციელი - უკვე ნიშნავს, იყო გმირი", - განაცხადა მღებრიშვილმა.



მინისტრის განცხადებით, კარგად ესმის, რა მსხვერპლი გაიღეს ოჯახებმა, რომელთა ახლობლები სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისას დაიღუპნენ.




ეს ადამიანები ჩვენს გვერდით აღარ არიან, თუმცა მათ ოჯახებს, შვილებს საქართველოს პოლიცია, ჩვენი სისტემა და მე პირადად, ყოველთვის ზურგს გავუმაგრებთ. ეს ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია",- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner