logo_geo
eng_logo
გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია
- +

8 ივლისი. 2019. 16:55

 

ლუქსემბურგში, ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის 28-ე ყოველწლიური სესია დასრულდა.

 

საპარლამენტო ფორუმის შემაჯამებელ სხდომაზე, ასამბლეის დელეგატებმა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიგი წერეთელი საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

 

არჩევნებზე, გიგი წერეთელმა 120 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა და საპარლამენტო ასამბლეას კვლავ ერთი წლით უხელმძღვანელებს. ასამბლეის საპრეზიდენტო არჩევნებში გიგი წერეთელის კონკურენტი გერმანიის ბუნდესტაგის წევრი დორის ბარნეტი გახლდათ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner