logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ნუ გავახარებთ შინაურ თუ გარე მტერს
- +

8 ივლისი. 2019. 17:43

 

თბილისის მერი კახა კალაძე შემდეგი სახის განცხადებას ავრცელებს:

 

„ჩვენ  ვამაყობთ,  რომ 2012  წლიდან მოყოლებული  გვაქვს  სიტყვის  და გამოხატვის თავისუფლება.  ცხადია,  ამ პროგრესს  ყოფილი  ხელისუფლების  ნარჩენები  ვერ  გუობენ და  ყველა  საშუალებით ცდილობენ  სიტუაციის  არევას.

 

ჩვენ გვაქვს შეცდომები განვითარების რთულ გზაზე, უშეცდომო არავინაა. ვინაიდან დემოკრატიული  ინსტიტუტების  გაძლიერება, კანონმორჩილების  დამკვიდრება  და  ანგარიშვალდებულება  ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან,  სხვადასხვა  დესტრუქციულ  ძალას უადვილებს ამ  პროცესში  არეულობის შეტანას.

 

გუშინ, ბოლო  პერიოდში  მომრავლებული პროვოკაციების  რეკორდი  მოხსნა რუსთავი 2-ის  ჟურნალისტმა. თუმცა,  აქვე  უნდა  აღინიშნოს,  რომ ამ უმსგავსო  საქციელის  გამო  კერძო  არხის  დახურვის  მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის. ეს არის სწორედ ის, რაც ამ დესტრუქციულ ძალებს სურთ. ეს პროვოკაცია სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ საზოგადოების იმპულსური პროტესტი რამენაირად მედიაზე ზეწოლად გაესაღებინათ.

 

ჩვენი - მოქალაქეების და ხელისუფლების გამოწვევაა, როგორც ვიცავდით წესრიგს და გამოხატვის თავისუფლებას ამ ბოლო დღეების განმავლობაში რუსთაველის პროსპექტზე, ეს მოცემულობა შევინარჩუნოთ. არ  მივცეთ  სხვადასხვა  მოთხოვნებით გამოსულ  მომიტინგეებს დაპირისპირების  და რაც  მთავარია,  კანონდარღვევის  საშუალება.

 

მეგობრებო, ნორმალურ  საზოგადოებაში,   ქვეყნის  მოყვარული  ადამიანები  თავიანთ სიტყვის  თავისუფლებას  სხვისი  თავისუფლების  შეზღუდვის  ხარჯზე  არ  იცავენ.

 

ნუ გავახარებთ  შინაურ  თუ  გარე მტერს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner