logo_geo
eng_logo
სოსო ალავიძე: ბურჭულაძის პარტიის ყრილობაზე ჩემი მისვლა ინტერესმა განაპირობა
- +

2 ივნისი. 2016. 12:19



პაატა ბურჭულაძის პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე  პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, გენერალი სოსო ალავიძე იმყოფებოდა. ღონისძიებაზე ალავიძის ყოფნამ მედიის განსაკუთრებული ინტერესი მიიპყრო, თუმცა მოგვიანებით მასპინძლებმა განაცხადეს, რომ ალავიძე ყრილობაზე მიწვეული არ ყოფილა.



პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის თქმით, ბურჭულაძის პარტიის ყრილობაზე მისვლა მისმა ინტერესმა განაპირობა.



მინდა გითხრათ, რომ  არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და არც პარტიის ყრილობებზე დასწრების დიდი სურვილი მქონია. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი იქ მისვლა ინტერესმა განაპირობა. ამ პარტიაზე მრავალი მითქმა-მოთქმა იყო და მაინტერესებდა, მართალი იყო თუ არა გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობის" ახალი სატელიტური პარტია ჩამოყალიბდა. მით უმეტეს, რომ იქ ჩემი რამდენიმე ისეთი ახლობელია, რომლებსაც ნაციონალებთან ვერანაირად ვერ მოვიაზრებ. რამდენიმე თვის განმავლობაში მთავაზობდნენ, მივსულიყავი და მათთან ერთად ვყოფილიყავი. ყრილობის წინა დღეს სპორტის სასახლეში ფეხბურთის ტურნირზე ვიმყოფებოდი, გვიან ღამით დამთავრდა და როცა ჩამოვდიოდი, დავინახე ჩემი მეგობარი, გავჩერდი მასთან და მოვიკითხე. ამასობაში გამოჩნდა პაატა ბურჭულაძე, რომელსაც წლებია ვიცნობ. დიდი სიხარულით მომესალმა და მითხრა, ყველა შენი მეგობარი აქ არის და შენ რას აპირებ, მოდი და იყავი მათ გვერდითო. შემდეგ მოიკითხა, მომცეს თუ არა მოსაწვევი. აღმოჩნდა, რომ მოსაწვევი და ადგილი A ლოჟაში ჩემთვის უკვე გამზადებული ჰქონდათ და იქვე გადმომცეს", - განაცხადა ალავიძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner