logo_geo
eng_logo
რუსეთის დუმას გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირება სურს
- +

8 ივლისი. 2019. 18:57

 

რუსი დეპუტატები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას და რუსული სასამართლოს წინაშე პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

 

„რუსეთის დუმის საბჭოს სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება და მას ყველამ დაუჭირა მხარი, რომ ქართველი ჟურნალისტი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ის რუსეთს უნდა გადმოსცენ, რათა ჩვენმა სასამართლომ კანონმდებლობის შესაბამისად მას სასჯელი გამოუტანოს. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმაზე მსჯელობა, სად მოიხდის ის სასჯელს - რუსეთში თუ საქართველოში“, - განაცხადა ვოლოდინმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner