რუსი დეპუტატები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას და რუსული სასამართლოს წინაშე პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.
„რუსეთის დუმის საბჭოს სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება და მას ყველამ დაუჭირა მხარი, რომ ქართველი ჟურნალისტი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ის რუსეთს უნდა გადმოსცენ, რათა ჩვენმა სასამართლომ კანონმდებლობის შესაბამისად მას სასჯელი გამოუტანოს. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმაზე მსჯელობა, სად მოიხდის ის სასჯელს - რუსეთში თუ საქართველოში“, - განაცხადა ვოლოდინმა.