logo_geo
eng_logo
თაკო ჩარკვიანი: 25 წელია, ერთ მოჯადოებულ-კორუფციულ წრეზე დადის ქართველი საზოგადოება
- +

2 ივნისი. 2016. 12:35


 

„დღეს ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დგას", - ამის შესახებ პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ჩემო ძვირფასო და არაძვირფასო ადამიანებო, ვისაც ჩემგან განსხვავებული აზრი გაქვთ და ვისაც შეგიძლიათ, ლანძღვის გარეშე მოუსმინოთ ერთმანეთს - დღეს ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დგას - ის საბრძოლო რეჟიმშია, ვინაიდან მისი ტერიტორიები ოკუპირებულია (მე პირადად თავდაუზოგავად ვებრძოდი, 9-წლიან ნაც-სისასტიკეს, რეჟიმს, ალბათ გახსოვთ). მოვიდა ხელისუფლება, რომელსაც დიდი იმედით ველოდებოდით ყველა. სათავეში მოვიდა ადამიანი, რომელსაც (გუშინ ვთქვი „რუსთავი 2-ის" ეთერში), ახლა გავიმეორებ, ვეებერთელა ინვესტიცია აქვს წლების მანძილზე ჩადებული ქვეყანაში. დასანანი იქნება, ძალიან დასანანი, თუკი ეს დიდი ინვესტიცია მავანთა, მაამებელთა, გაუმაძღართა და ზოგიერთი გაიძვერას გამო, გაჭირვებულ ადამიანთა არმიას, რომლებსაც ოჯახები აქვთ განადგურებული და რომელთა სამართალიც 4 წელია არ აღდგა, მეტიც, მათ მკვლელებს გაურიგდა ხელისუფლების ნაწილი, არავის ემახსოვრება. დიახ, არავის ემახსოვრება და ამას გააკეთებეს ზუსტად ის მლიქვნელთა ჯგუფი, რომელიც უკვე მრავალი წელია მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე და კეთილდღეობაზე ფიქრობს. 25 წელია, ერთ მოჯადოებულ -კორუფციულ წრეზე დადის ქართველი საზოგადოება. მინახავს გემბანიდან გაქცეული ადამიანები - შევარდნაძის დროს (ჯანსუღის და ერთი-ორი კაცის გარდა) ყველა გაქრა, ყოველ დღე რომ ლამის „ტემპერატურას" უზომავდნენ. ზოგმა, შედარებით ახალგაზრდამ, ისიც კი დაწერა, არა, მე ჯაბამ დამნიშნა, შევარდნაძემ კი არაო. მოკლედ, ეს ხომ ნანახი გვაქვს, ჩვენ ხომ გონიერი ხალხი ვართ, ამიტომ განსხვავებულ აზრს რომ გავიგებთ, კი ნუ შეგვეშინდება და კი ნუ გავლანძღავთ ერთმანეთს, იქნებ ეს აზრი გამოსავლის ძებნაა, იქნებ ტკივილია დიდი, წუხილი საკუთარი ქვეყნის გამო. ვერა და ვერ რომ გავიდა ფონს - დღეს ყველაზე დიდი საქმე - რჩევაა, მლიქვნელობა კი არა - ეგებ გავარღვიოთ, ერთმანეთის მოსმენით ეს ჯოჯოხეთი", - წერს თაკო ჩარკვიანი. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner