logo_geo
eng_logo
შსს-ს წარმომადგენელი: მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს დაიცვან უსაფრთხო დისტანცია, თუ არ დაგვემორჩილებიან, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა
- +

8 ივლისი. 2019. 21:34

 


მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს დაიცვან უსაფრთხო დისტანცია, თუ არ დაგვემორჩილებიან, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

 

მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე 2 აქციის პირობებში, პოლიციის მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომების შესახებ კომენტარი გააკეთა.

 

მოვუწოდეთ აქციის ორგანიზატორებს, ავუხსენით, რომ ორ სხვადასხვა შეკრებას შორის არ უნდა მოხდეს კონფრონტაცია. შესაბამისად, პოლიცია ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები და უსაფრთხო დისტანცია. მოვუწოდე აქციის ორგანიზატორებს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ნუ გადაინაცვლებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, ვუთხარით, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

 

აქციაზე და ნებისმიერი პროტესტის გამოხატვის უფლება მშვიდობიანი ფორმით აქვს ნებისმიერ პიროვნებას – ორივე აქციის მონაწილეებს, იქ სადაც მათ უნდათ. მაგრამ ცნება, რომ ეს ჩემი ადგილია, ამ შემთხვევაში არასწორია.

ჩვენ ვერავის შევუზღუდავთ მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვას, იქნება ეს ერთი აქციის, თუ მეორე აქციის წევრები. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ დაიცვან უსაფრთხო დისტანცია და ასევე მოვუწოდე იმისკენ, რომ თუ ისინი არ დაგვემორჩილებიან და გადაინაცვლებენ პარლამენტის წინ, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა.” - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner