logo_geo
eng_logo
გადაუღებელი წვიმის შედეგად ვაშინგტონის ნაწილი დაიტბორა, წყალმა თეთრ სახლშიც შეაღწია
- +

9 ივლისი. 2019. 02:51

 

ვაშინგტონის სამხრეთ ნაწილი გადაუღებელი წვიმის შედეგად დაიტბორა. წყალმა მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგურში, ასევე თეთრ სახლშიც შეაღწია.

 

ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

წყლის დონე იმდენად მაღალია, რომ ადამიანები ავტომობილებს ტოვებენ და წყალს თავს ცურვით აღწევენ.

 

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ნალექს სეტყვის სახითაც ელოდებიან. უამინდობის ეპიცენტრის ზონად ჩიკაგო და სენტ-ლუისი ცხადდება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner