ვაშინგტონის სამხრეთ ნაწილი გადაუღებელი წვიმის შედეგად დაიტბორა. წყალმა მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგურში, ასევე თეთრ სახლშიც შეაღწია.
ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
წყლის დონე იმდენად მაღალია, რომ ადამიანები ავტომობილებს ტოვებენ და წყალს თავს ცურვით აღწევენ.
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ნალექს სეტყვის სახითაც ელოდებიან. უამინდობის ეპიცენტრის ზონად ჩიკაგო და სენტ-ლუისი ცხადდება.