შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მსოფლიო გამოწვევების ფონზე განსაკუთრებული როლი ენიჭება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას.
მისივე თქმით, ამ მიზნით შს სამინსიტრომ გააღრმავა თანამშრომლობა პარტნიორებ ქვეყნებთან დანაშაულთან ბრძოლის კუთხით.
„ევროკავშირის 15 ქვეყანასთან უკვე დავდეთ საერთაშორისო ხელშეკრულება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შევქმენით საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრი და გავზარდეთ პოლიციის ატაშეების რაოდენობა, რომლებიც თითქმის მთელ ევროპას ფარავენ.
ევროპოლის მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით. მათი ანგარიშის გათვალისწინებით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა უკვე მიმდინარე წელს ევროპის პოლიციის სამსახურთან გავაფორმოთ მაღალი დონის შეთანხმება ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ, რომლის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მეკავშირე ოფიცერს წარგზავნის ევროპოლის შტაბბინაში.
დიახ, მეგობრებო, კრიმინალი მხოლოდ საერთო ძალისხმევით დაიძლევა. ბუნებრივია ეს არ არის საკმარისი, ამიტომ ჩვემ მუდმივად ვვითარდებით, რათა მაქსიმალურად მივუახლოვდეთ დასავლურ სტანდარტებს და ჯეროვნად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.