საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„გუშინ 4 სხვადასხვა ადგილზე შსს-მ უსაფრთხოდ უზრუნველყო მძიმე აქციების მშვიდობიანად ჩატარება, მათ შორის, საზოგადოების უკიდურესად დაპირისპირებული ჯგუფების პარალელური აქციების, ისე, რომ თავიდან აიცილა მძიმე ფიზიკური შეჯახება ჯგუფებს შორის.
მესმის, რომ ოპოზიციას ძალიან უნდა, პარლამენტის წინ „ქართული მარშის“ და სხვების აქცია როგორმე ხელისუფლებას მიეწებოს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს აქცია (ჩემთვის სრულიად მიუღებელი) არა ხელისუფლების, არამედ პრაიდის გამართვის განცხადებამ გამოიწვია და უკვე დასრულებულია.
გუშინ მშვიდობიანად ჩატარდა პრაიდიც, მარშიც, ოპოზიციის/ახალგაზრდების აქციაც“, - წერს ჩუგოშვილი.