logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ადამიანებს არ შეექმნათ ფინანსური პრობლემები
- +

9 ივლისი. 2019. 12:37

 

 

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ადამიანებს არ შეექმნათ ფინანსური პრობლემები“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ რუსეთის მიერ ფულადი გადარიცხვების შესაძლო აკრძალვის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

 

როგორც კილაძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის საზრუნავი არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ გარკვეული შემოსავალი და რომელთა ოჯახების ფინანსური კეთილდღეობა დამოკიდებული არის გადმორიცხულ ფულზე და ა.შ.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ ადამიანებს არ შეექმნათ ფინანსური პრობლემები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთ გამწვავებამდე არ მივა საქმე, ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

რუსეთის მთავრობა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეჩერების, ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვების აკრძალვის შესახებ სახელმწიფო დუმის დეპუტატების ინიციატივას განიხილავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner