logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ არანაირი სისხლისსამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს
- +

2 ივნისი. 2016. 13:02



საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ არანაირი გამოძიება და არანაირი სისხლისსამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს.



არასდროს საქართველოს პროკურატურაში არანაირი ინფორმაცია, არანაირი განცხადება, არანაირი საჩივარი მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ არ შემოსულა. შესაბამისად, არანაირი გამოძიება და მითუმეტეს, არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს. ეს არის ცალსახა ტყუილი. ყოველთვის არის შესაძლებელი წინასწარ, ვიდრე ინფორმაცია გავრცელდება, ჩვენთან ამ ინფორმაციის გადამოწმება, თუმცა არავის გადაუმოწმებია. აშკარაა, რომ გუშინდელი ინფორმაციის გავრცელების მიზანი, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ვითომ ჩვენ დევნას ვახორციელებთ მოსამართლე გუჯაბიძის მიმართ, აშკარად მიზანმიმართულია პროკურატურის დისკრედიტაციისკენ და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.



ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, რომელიც „რუსთავი 2"-ის საქმის ერთ-ერთი განმხილველია, თაღლითობაშია შემჩნეული.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner